თევზი -როგორ უნდა შევარჩიოთ?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თევზი ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მისი შერჩევა მაღაზიაში ან ბაზარზე ხშირად რთულ ამოცანად იქცევა.

თევზი როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი არის თუ არა? ახალი არის თუ არა? ყველაფერ ამას სტატიიდან შეიტყობთ.

პირველად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ცოცხალი თევზის შეძენისას?

ცოცხალი თევზის შეძენისას, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თევზი ჯანსაღია და უსაფრთხოა მისართმევად:

თევზი

- Advertisement -
Ad imageAd image

თევზის თვალები უნდა იყოს ნათელი და სუფთა. თუ თვალები მუქია, ეს ნიშნავს, რომ თევზი შეიძლება იყოს დაავადებული.

კანი და ფარფლები უნდა იყოს გლუვი და მბზინავი. თუ კანს აქვს მუქი ლაქები, ეს შეიძლება მისი ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობის მაჩვენებელი იყოს.

როგორ უნდა გავიგოთ შებოლილი თევზის ხარისხი? შენახვის ვადები?

შებოლილი თევზის ხარისხის განსაზღვრისას რამდენიმე ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება:

შებოლილი თევზის პირველი ნიშანი მისი სუნია. თუ სუნი ძლიერი და უარყოფითია (არომატი გაუარესებულია), ეს ნიშნავს, რომ თევზი აღარ არის კარგი ხარისხის და შეიძლება უსაფრთხო არ იყოს;

- Advertisement -
Ad imageAd image

შებოლილი თევზის კანი უნდა იყოს გლუვი და მბზინავი, თუ კანი გამხმარია ან ფენები დაზიანებულია, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაბალი ხარისხის თევზს;

თევზი

კარგი ხარისხის შებოლილი თევზი უნდა იყოს მყარი სტრუქტურის, თუ შეფუთვაში წვენია დაგროვილი, ან სითხე უჩვეულოდ მეტია, მაშინ ეს ტემპერატურის საკმაოდ ცვლილებას ნიშნავს და უნდა მოვერიდოთ შეძენას;

სწორი შენახვის პირობები უზრუნველყოფს თევზის გემოსა და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას, ასევე დაბალი რისკით ინფექციებისა და დაბინძურებისგან;

შებოლილი თევზი უნდა ინახებოდეს მაცივარში სადაც ტემპერატურა არის (0 +8°C) 45 დღის განმავლობაში (შეფუთულ მდგომარეობაში, ვაკუუმ გარემოში);

შეფუთვის გახსნის შემდეგ, აუცილებლად უნდა შევინახოთ მინის ჭურჭელში, თავზე დავახურავთ, რათა ჰაერთან ნაკლებად იყოს შეხებაში. ამ შემთხვევაში შეგვიძლია შევინახოთ 2 დღის მანძილზე;

შებოლილი თევზის შენახვა მოიცავს გადამუშავებული თევზის სწორ პირობებში შენახვას: ან გაყინვას (-18°C ან დაბალ ტემპერატურაზე) ან გრილ ადგილას (0+8°C), სადაც ის სწორ შეფუთვაში იქნება.

ზოგიერთი თევზის პროდუქტების შეფუთვაზე შეიძლება იყოს ნიშანი, „ნატურალური“, „დამარინადებული“, „ორგანული“ და სხვა მსგავსი ტერმინები. ეს მარკირებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ თევზი გამოყვანილია ან დამუშავებულია განსაკუთრებული მეთოდებით, რათა შეინარჩუნოს მისი გემო, ტექსტურა და კვებითი ღირებულება.

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თევზი -როგორ უნდა შევარჩიოთ?. 26 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თევზი-როგორ-უნდა-შევარჩი-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi