“პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს” – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე კო­მენ­ტარს აკე­თებს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით და ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მო­მა­ვალ მატჩზე.

“მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­ვი­და და გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, მარ­თლაც სა­ო­ცა­რი გა­რე­მო იყო ორი­ვე თა­მაშ­ზე, ამ­დე­ნი დრო­შა და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფორ­მით რომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი იყო და და­დე­ბი­თად აი­სა­ხა ჩემ­ზე, მი­ვუ­ლო­ცავ ასე­ვე პირ­ველ ის­ტო­რი­ულ ქუ­ლას, რო­მე­ლიც მო­ვი­პო­ვეთ ჩე­ხეთ­თან შეხ­ვედ­რა­ში.

ამ ორ თა­მაშს რაც შე­ე­ხე­ბა ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თა­მა­ში იყო, იმი­ტომ რომ თურ­ქე­თი უფრო ტექ­ნი­კუ­რი გუნ­დია, ვიდ­რე ჩე­ხე­თი, ჩე­ხე­თი ფი­ზი­კუ­რად უფრო ძლი­ე­რი გუნ­დი იყო და რა­ღაც ეპი­ზო­დებ­ში გაგ­ვი­ჭირ­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე ორ­თაბ­რძო­ლე­ბი. რის შე­დე­გა­დაც მი­ვი­ღეთ გოლი.

ბოლო მო­მენ­ტამ­დე გვქონ­და მო­გე­ბის შან­სი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ყვე­ლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი ქულა მო­ვი­პო­ვეთ. თურ­ქეთ­თან ძა­ლი­ან ბევ­რი მო­მენ­ტი გვქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, არ გაგ­ვი­მარ­თლა რიგ ეპი­ზო­დებ­ში, თუმ­ცა თა­მა­შის ხა­რის­ხი რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო, ვფიქ­რობ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბედ­ნი­ე­რი უნდა იყოს ამ გუნ­დით და უნდა ია­მა­ყოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ღირ­სე­უ­ლად თა­მა­შობს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს” – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე. 25 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პორტუგალია-მაღალი-კლასი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi