ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:1.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩელენჯერის მერვედფინალში ბასილაშვილმა სწორედ ტომიჩთან წააგო, ამჯერად კი რევანში აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ამერიკელ ელიოტ სპიცერს (128-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება. მატჩი 30 სექტემბერს შედგება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 104-ე ადგილზეა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. 29 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნიკოლოზ-ბასილაშვილმა-შან/
