„ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებას ვიზეიმებთ, ვერ ვითმენ, გავიდე ხალხთან და ემოციები გავიზიარო“ – ილია თოფურიას ემოციები საქართველო-ლუქსენბურგის თამაშის დაწყებამდე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ილია თოფურია დღეს საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრაზე, 15 წუთით ადრე, სტადიონზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს. როგორი ემოციები აქვს ჩემპიონ, თავად საუბრობს.

„სამშობლოში დაბრუნება ყოველთვის დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული. დღეს, მით უმეტეს, ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის დიდებული დღეა და ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებას ვიზეიმებთ. თან კიდევ, ვერ ვითმენ, გავიდე ხალხთან და ემოციები გავიზიარო…“, აღნიშნავს ილია თოფურია.

ილია თოფურიას პროგნოზის შესახებაც ჰკითხეს:

„მე ყოველთვის ვამბობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ის ფაქტი, რომ დღეს ღმერთმა აქ მომიყვანა, არ მიტოვებს ეჭვის შეტანის უფლებას, რომ ისე გავიმარჯვებთ, რომ გოლსაც არ გავატანინებთ. 2:0 – ასე გავიმარჯვებთ…“, – ამბობს თოფურია.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებას ვიზეიმებთ, ვერ ვითმენ, გავიდე ხალხთან და ემოციები გავიზიარო“ – ილია თოფურიას ემოციები საქართველო-ლუქსენბურგის თამაშის დაწყებამდე. 21 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეჭვი-არ-მეპარება-გამარჯ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi