საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები 16 მაისს თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.
„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება“, – წერია Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.
მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. GEO 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. 16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 28]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/16-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi

