მუხიანის აგარაკებზე, რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება უახლოეს დღეებში დაიწყება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე, ნეკრესის, დაისის, ვანისა და ხვანჭკარის ქუჩებზე გზის საფარის მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

“მუხიანის აგარაკებზე უმძიმესი მდგომარეობა იყო. სიტუაცია გაუსაძლისი იყო იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი კომუნიკაცია და გზა არ არსებობდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ვერ ახერხებდა გადაადგილებას. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მუხიანის აგარაკების მოწესრიგება. პირველ რიგში, ცენტრალური მაგისტრალების მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი განხორციელდა, რადგან ამის გარეშე აღნიშნულ დასახლებაში გზის საფარის მოწესრიგება შეუძლებელი იქნებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გლდანის რაიონის გამგეობა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს. მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გლდანის გამგეობა აღნიშნულ დასახლებაში ბორჯომისა და შოვის ქუჩებს მოაწესრიგებს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელს მოაწყობს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მუხიანის აგარაკებზე, რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება უახლოეს დღეებში დაიწყება. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მუხიანის-აგარაკებზე-რამ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Senior Prompt Engineer

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior DevOps Engineer (Front-end team)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Cloud DevOps (AWS)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Sales manager

თბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:36:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi