დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება.
ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.
პეტრე-პავლობის მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის.
პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.
მართლმადიდებელი სამყარო 12 ივლისს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა. 12 ივლისს, პეტრე-პავლობის მარხვა დასრულდება, რომელიც 16 ივნისს დაწიყო.
წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე, სხვა მოციქულთა შორის, თავიანთი მოციქულებრივი და მოწამებრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან. ამიტომ ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც “თავთა მოციქულთა”. ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ქრისტესთან. წმინდა პეტრე მოციქული უფლის 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ხოლო წმინდა პავლე მოციქული, ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ უფლის უდიდესი მსახური გახდა. მიუხედავად ამისა, მათ შორის ერთგვარი სულიერი მსგავსებაა. ისინი ერთდრულად, იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს აღესრულნენ. წმინდა პეტრე მოციქული თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო წმინდა პავლე მოციქულს თავი მოჰკვეთეს.
წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.


