კრიტიკული შეუსაბამობები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

“ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჟ. (მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი მე-7 რაიონი, აჭარის ქუჩა N89) საცხოვრებელი სახლის ეზოში, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველს კლავდა სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). კრიტიკული შეუსაბამობები. 30 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კრიტიკული-შეუსაბამობებ-3/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi