“პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა…” – ანდრია ჯაღმაიძე თემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

2 წუთიანი წაკითხვა
ანდრია ჯაღმაიძე: დიალოგი გვაქვს რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენაზე, თავად მიგვიწვიეს და ჩვენი მეცნიერები იქნებიან ჩართული რეაბილიტაცის პროცესში

“პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი არ და­ი­ხარ­ჯა…” – ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე თე­მის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა

პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რომ არ და­ი­ხარ­ჯა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო იმ­თა­ვით­ვე, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 3 მი­ლი­ო­ნი ლარი, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ 722 ათა­სი და­ი­ხარ­ჯა.

  • რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე წერს, სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, თუ კერ­ძო პი­რებ­მა უმე­ტე­სად უარი თქვეს ჰო­ნო­რარ­ზე ან ხელ­ფას­ზე.

“პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი რომ არ და­ი­ხარ­ჯა, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო იმ­თა­ვით­ვე. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში, ქალ­ბა­ტონ თიკა რუ­ხა­ძეს­თან ხში­რი კო­მუ­ნი­კა­ცია გვქონ­და და მის­გან­ვე ვი­ცო­დით, რომ სხვა­დას­ხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, თუ კერ­ძო პი­რებ­მა უმე­ტე­სად უარი თქვეს ჰო­ნო­რარ­ზე ან ხელ­ფას­ზე.

ეს სა­ჯა­როდ და­ა­დას­ტუ­რა პრე­მი­ერ­მა და იმე­დია დას­რულ­დე­ბა პატ­რი­არ­ქის სა­ხე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის“,- წერს ჯაღ­მა­ი­ძე.

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ “რუს­თა­ვი2”-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 3 მი­ლი­ო­ნი ლარი, სა­ი­და­ნაც მხო­ლოდ 722 ათა­სი და­ი­ხარ­ჯა და „ვი­ღა­ცას ფუ­ლის მო­პარ­ვა რომ სდო­მო­და, 3 მი­ლი­ონ­საც კარ­გად აით­ვი­სებ­და“.

ამას­თან, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლომ“, რო­მე­ლიც ილია მე­ო­რის დაკ­რძალ­ვის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის გა­ხარ­ჯვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ითხოვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ჯა­რო არ არის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ 722.6 ათა­სი ლა­რის რა ნა­წი­ლი და­ხარ­ჯა კონ­ტრაქ­ტო­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მელ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ი­ღეს კონ­ტრაქ­ტე­ბი, რა მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, რა ოდე­ნო­ბით და რა სა­ფუძ­ვლით შე­არ­ჩი­ეს ისი­ნი. ასე­ვე უც­ნო­ბია, რო­გორ და­ხარ­ჯა თა­ვი­სი წილი და­ნარ­ჩენ­მა ხუთ­მა უწყე­ბამ.

“სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის 20 მარტს მთავ­რო­ბამ სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ექვს უწყე­ბას სულ 5.59 მი­ლი­ო­ნი ლარი გა­მო­უ­ყო, მათ შო­რის 3 მი­ლი­ო­ნი ლარი – კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბის მი­ხედ­ვით, ამ თან­ხი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ 722.6 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ, 8 მა­ისს, მთავ­რო­ბამ შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში, მი­უ­სა­და­გა ის რე­ა­ლურ ხარ­ჯებს და შე­ამ­ცი­რა გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი. ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბით კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა ზუს­ტად 722.6 ათას ლა­რამ­დე, ხოლო სულ ჯა­მუ­რი პა­კე­ტი 2.56 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე შემ­ცირ­და“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა…” – ანდრია ჯაღმაიძე თემის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. 16 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქის-დაკრძალვისთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi