პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ლიტურგიის შემდეგ მეუფე შიო მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

საქართველომ 22 მარტს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა – უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება. 24 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პატრიარქ-ილია-ii-ის-გარდაცვ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi