პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება, მესამე მოსმენით მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად დააფინანსებს სახელმწიფო. ხოლო, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სხვა პირთა სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1 იანვრამდე.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტებში ცვლილებები, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას შეეხება, მესამე მოსმენით მიიღო. 10 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პარლამენტმა-უმაღლესი-გა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T02:52:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
