შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიარაჩვეულებრივი ისტორია ნოდარ დუმბაძეზე, რომელიც წესით ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

არაჩვეულებრივი ისტორია ნოდარ დუმბაძეზე, რომელიც წესით ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

ნოდარ დუმბაძემ ქართულ საზოგადოებას დაუტოვა იმდენად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გმირები, რომ ისინი სახალხო პერსონაჟებად იქცნენ, ამასთან ერთად ნაწარმოებების ნათელმა ოპტიმიზმმა, თანამედროვე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების ღრმა წვდომამ, თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის და მისი გმირების კიდევ უფრო პოპულარობა .

გთავაზობთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელსაც პოეტი გენრი დოლიძე მოგვითხრობს:

“ნოდარ დუმბაძე ბრწყინვალე ქართველი მწერალიაო – ამბობენ კოლეგები – იგი უდავოდ ქართული მოვლენააო, დასძენენ და ამით ფსოუდან ალაზნამდე კეტავენ მის გეოგრაფიასა და მნიშვნელობას.

რაღაც დოზით მეც ვიზიარებდი აზრს, რომ გურული იუმორი და ეთნოგრაფია მთლად გასაგები ვერ იქნება გერმანელისთვის, რუსისთვის, ესპანელისათვის, არაბისთვის… თუმცა პირადი ისტორიიდან მინდა გავიხსენო შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანი და ადამიანური თემები უფრო აინტერესებს სამყაროს, ვიდრე გლობალური მძიმე-მძიმე პრობლემები და ფილოსოფიური კეკლუცობა.

2010 წელია, რუსთაველის პრემიის ლაურეატებთან ერთად ვიმყოფებით ისრაელში, რა თქმა უნდა მდინარე იორდანესაც ვეწვიეთ და განწმენდის რიტუალის შემდეგ იქვე მდგომ სავაჭრო ცენტრში მე და როინ აბუსელიძე ამაოდ ვათვალიერებთ ძვირიან საიუველირო ნაწარმს.

ერთი საყურე მომწონს დედისათვის, მაგრამ მთელი წლის ჰონორარი არ ჰყოფნის… არადა დედაჩემს როგორ გავახარებდი – ვეუბნები როინს, რომელსაც ჯერ კიდევ ახალდაქორწინებული ეთქმის და მეუღლისთვის ათვალიერებს ძვირფასეულობას, ისიც ამაოდ, რადგან ჩვენი ორივეს თანხა ერთად რომ შეაგროვო და გადაადნო ერთ სანთელს ვერ იყიდის (ძვირია ყველაფერი და ძვირია სანთელიც, ძვირია პურიც, წყალიც ძვირია, თავისთავად, ქვეყანაში სადაც უფალი ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა… აქ დაიბადა ფრაზა: “ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი…”) ირგვლივ უამრავი ერის და ჯურის ხალხი ირევა, იტალიელი პადრე თავისი მრევლით, პორტუგალიელი პილიგრიმები, კანადელი ტურისტები, უკრაინელი მონაზვნები და კიდევ ისინი, ვისი ეროვნებაც ვერ დავადგინეთ…. მესამე წრეზე რომ მოვუბრუნდით “დედაჩემის საყურეს”, უცებ, გამყიდველი ყოველგვარი მისალმების გარეშე აღფრთოვანებული გვეუბნება ინგლისურად – მე ვიცი თქვენი სამშობლო! – ამ დროს იტალიელებს მიაქვს იქაურობა… – უეჭველი ამათში ვეშლებით-მეთქი- როინს გადავულაპარაკე მერე რუსულად გვითხრა – თქვენ ჩემი საყვარელი მწერლის სამშობლოდან ხართო – თან გვიღიმის უკიდეგანოდ.

  აღტაცებული და გაოცებული ტურისტი რას წერს სოფელ ხცისში მცხოვრებ ოჯახზე - „გაშალეს სუფრა, მედეამ სახელდახელოდ გამოაცხო ხაჭაპური, მოიტანეს ნაირ-ნაირი საჭმელი…“

ეჭვიც არ მეპარება, რომ სესერეკელი რუსები ვგონივართ. უღიმღამოდ ვპასუხობ,

– კტო ვაშ ლიუბიმი პისატელ, დოსტოევსკი?

– ვი ვედ’ იზ გრუზიი? – მოულოდნელი სიჩუმე…

“ალბათ რუსთაველი!” გავიფიქრე მე.

“იქნებ ვაჟა?” – ფიქრობს როი,

“ნუთუ აკაკი?!” – ვფიქრობ…

“ჯავახიშვილი!” – ფიქრობს როი…

“კონსტანტინე?” – გამიელვა თავში

– დეფი! – ჩაილაპარაკა როიმ და კოკისპირულ სიცილს ძლივს ვიკავებთ…

– ნოდარ დუმბადზე! – გვეუბნება თავდაჯერებული.

მე და როი ერთმანეთს ვუყურებთ აღტაცებულები, გახარებულები და ახლა იმას ვანგარიშობთ დუმბაძის რა ექნება ამ გოგოს წაკითხული.

– ნავერნა, “ზაკონ ვეჩნოსტი”? – ვეკითხები მე…

– ნე – თავს აქნევს გაღიმებული იუველირი…

– “სოლნეჩნი ნოჩ”? – შემაშველა როინმა…

– ნეტ! “ია, ბაბუშკა, ილიკო ი ილარიონი”. ეჭვის კლანჭებისგან გვიხსნა უცხოელმა, რომელიც ამ წინადადებიდან აღარ იყო უცხო… ის იყო ყველაზე ახლობელი მთელს დედამიწაზე, დეამიწაზე რომლის უზარმაზარი ბურთი მისი ბრილიანტის ბეჭდის ნასხლეტივით დაპატარავდა უცებ….

და გამახსენდა სესილია თაყაიშვილი სარეცელზე,

და გამახსენდა ჩემი ოლღა ბებია, რომელიც საოცრად ჰგავდა ზურიკელას ოლღა ბებიას, და რომელიც საოცარი სიკვდილით მიიცვალა…

და გამახსენდა ფრაზა “მერე მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით”

და გაიზარდა ისევ დედამიწის ბურთი…

და მთელი სამყარო ვერ დაიტია “მთელმა სამყარომ”.

– რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ უცხო სოციუმში, ამ უცხო ქვეყნის ყოფაში, ამ უცხო კუთხის იუმორში და ხასიათში? – ეკითხება როი.

– ადამიანი და მისი ტკივილი. ბებია და შვილიშვილის ურთიერთობა არ შეიძლება იყოს უცხო მისთვის ვისაც ბებიასთან ერთი დღე მაინც გაუტარებია. აქ, ქრისტეს დედულეთში, ათასი ჯურის ადამიანი მოდის მოსალოცად, ღმერთი ერთია, მაგრამ ყველას თავისი უფალი ჰყავს. ყველას თავისებურად ესმის რწმენა, თუმცა მათ აერთიანებთ ქრისტე – თავისი ადამიანური ტკივილებითა და განცდებით. ამ პადრეს რომ წააკითხო ნოდარ დუმბაძე დარწმუნებით იტყვის, რომ იგი იტალიელია.

  „უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი“ - ანდრია ჯაღმაიძე

ამ დროს ჟანრის კანონი მოითხოვდა რამე დიდი და საკაცობრიო მეთქვა (გვეთქვა), თუმცა მექანიკურად, თითქოს ნოდარის მხოლოდ თანამემამულეობა გვეცოტავა, ყველაზე გულუბრყვილო და უადგილო რამ წამომცდა “მი ტოჟე გრუზინსკიე პისაწელი”. გაუკვირდა, ცოცხალი მწერალი, მით უფრო, ქართველი მწერალი არასოდეს ენახა. შევატყვე ეჭვის თვალით გვიყურებდა, ეგონა ვატყუებდით. უცებ, ჩემდა ბედად ჯანსუღ ჩარკვიანმა ჩამოიარა, მოვკიდე ხელი და მოვიყვანე – ვოტ ონ, ბლისკი დრუგ სამავო დუმბადზე, პოეტ, ჯანსუღ ჩარკვიანი! – მტკიცებულება დამაჯერებელი აღმოჩნდა… იხილეთ სრულად

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.