„მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“ – ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.

ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (ECCR) ხელმძღვანელის, მარია ზუბერის განცხადებით, იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში ახალი ხანძრები გაჩნდება საბერძნეთში, იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში. ამასთან, საფრანგეთისთვის მოკლევადიანი პროგნოზი კვლავ „ძალიან მძიმეა“.

„თუ პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული ხანძრები იმ დროისთვის არ ჩაქრა, მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“, – აღნიშნა ზუბერმა.

ბრიუსელში, ECCR-ის ოპერატიულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუბერმა დასძინა, რომ 2026 წელი შესაძლოა ევროპის ისტორიაში ხანძრების მხრივ ყველაზე მასშტაბურ სეზონად იქცეს და შარშანდელი რეკორდიც კი მოხსნას.

მისი განმარტებით, უხვი ნალექით გამოირჩეოდა ზამთარი და გაზაფხული, რამაც მცენარეულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და სიცხის ფონზე კი ეს უხვი მცენარეული საფარი ცეცხლისთვის იდეალურ საწვავად გადაიქცა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“ – ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“. 30 ივლისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მთელი-ევროპა-ცეცხლში-გა/

  წინამძღვრიშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi