დონალდ ტრამპმა დატოვა საავადმყოფო, სადაც ის თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ტრამპს ესროლეს

დონალდ ტრამპმა, ბოლო ცნობებით, დატოვა საავადმყოფო, სადაც ის თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ექსპრეზიდენტი და მოქმედი პრეზიდენტობის კანდიდატი ნიუ-ჯერსიში ჩავიდა, სადაც ის საკუთარ, კერძო გოლფის კლუბში გეგმავს დროის გატარებას. ტრამპი საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმყოფება და მის უსაფრთხოებაზე სწორედ ისინი ზრუნავენ.

შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს ესროლეს. მამაკაცი, რომელიც ექსპრეზიდენტს და რესპუბლიკელების მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატს თავს დაესხა, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

თავდამსხმელმა შეკრებაზე ერთი ადამიანი მოკლა, კიდევ ორი კი მძიმედ არის დაჭრილი. თავად ტრამპს დაზიანება მხოლოდ ყურის არეში აღენიშნება, მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

FBI-მ დონალდ ტრამპზე თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). დონალდ ტრამპმა დატოვა საავადმყოფო, სადაც ის თავდასხმის შემდეგ გადაიყვანეს. 14 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დონალდ-ტრამპმა-დატოვა-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi