ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ ბჟანიამ დოკუმენტს უკვე ხელი მოაწერა.

თანამდებობა ასევე დატოვა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანკვაბმაც.

„ქვეყანაში სტაბილურობისა და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, გადავწყვიტე, გადავდგე აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტიდან“, – ნათქვამია ბჟანიას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, 19 ნოემბერს ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა და ე.წ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობები დატოვეს. 19 ნოემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ოკუპირებული-აფხაზეთის-ე/

  აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi