Jimsher Symphony Single Malt — პირველი ქართული ვისკი, რომელიც World Whiskies Award 2025-ის გამარჯვებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

Jimsher Symphony Single Malt პირველი ქართული ვისკია, რომელიც მსოფლიო ვისკის საერთაშორისო კონკურსის World Whiskies Award 2025-ის გამარჯვებული გახდა.

World Whiskies Award პრესტჟული გლობალური ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს მსოფლიოს საუკეთესო ვისკებს, ხელს უწყობს მათ საერთაშორისო პოპულარიზაციასა და ბაზარზე გასვლას.

Jimsher Symphony არის ქართული დისტილერიის პირველი Single Malt (ერთ ალაოიანი) ვისკი, რომელიც კასრის სიძლიერით, მაღალალკოჰოლური და არაორდინალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ვისკი დაძველებულია საფერავის ღვინის ტრადიციულ ქართული კასრში, რაც მას უნიკალურ გემოს ანიჭებს.

Jimsher Symphony ქართულ ბაზარზე მალე ლიმიტირებული რაოდენობით გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ Jimsher დისტილერიისთვის Single Malt კატეგორია სრულიად ახალი მიმართულებაა, რადგან აქამდე კომპანია მხოლოდ შერეულ (blended) ვისკის აწარმოებდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). Jimsher Symphony Single Malt — პირველი ქართული ვისკი, რომელიც World Whiskies Award 2025-ის გამარჯვებულია. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/jimsher-symphony-single-malt-პირველი-ქართული-ვის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi