თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. კოალიცია “ცვლილებების” ერთ-ერთი ლიდერი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ის მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი.

“ნიკა გვარამიას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები დარღვევას, რომლის უმაღლესი სანქცია გათვალისწინებულია 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობა. დღეს დილას გადმოიყვანეს ნიკა გვარამია სასამართლოში, ადვოკატებისთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო და აპირებდნენ პროცესის ჩატარებას უჩვენოდ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკამ თავად მოითხოვა ადვოკატების დასწრება, პროცესი გადაიდო და ერთი საათი მოგვეცა სასამართლოში გამოცხადებისთვის,” – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

გვარამია ორი დღის წინ შარაშიძის ქუჩაზე “დროას” ოფისთან დააკავეს, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა. გვარამია ოფისში შესვლას და პროცესზე დასწრებას ითხოვდა, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი იწყება. 6 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-საქალაქო-სასამა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi