პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიონორვეგიაში არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი“...

ნორვეგიაში არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი“ მნიშვნელობის მიზნებით – ნორვეგიის მთავრობა

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

ნორვეგიის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით“.

გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდება. გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.

  სწავლა საზღვარგარეთ – როგორ მოვემზადოთ და რა უნდა ვიცოდეთ წარმატებისთვის
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი