სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევანიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია, ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე

ნიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია, ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე

ღამით ნიდერლანდების ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში აიგო. ამ შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებია განთავსებული, ხოლო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები.

ასევე, სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა შენობა ხისაა, რამაც ცეცხლის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მაცხოვრებელთა ევაკუაცია დაიწყო.

„ეს ყველაფერი ნამდვილად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „მეზობლებმა გაზის სუნი იგრძნეს...“ - ვარკეთილში ათეული ოჯახი აფეთქებას გადაურჩა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი