უმრავლესობა ბანანს არასწორად მიირთმევს: რა დაადგინეს მეცნიერებმა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ბევრი ადამიანი, როცა ბანანს მიირთმევს, კანთან ერთად ძაფის მსგავს ბოჭკოებსაც აშორებს მას, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, არ ვიჩქაროთ ამ უცნაური ძაფების მოშორება, წერს IFL Science.
სწავლულთა განმარტებით, ეს ბოჭკოები, რომლებიც მეცნიერებაში ფლოემის კონების სახელითაა ცნობილი, ძალიან სასარგებლოა და საოცარი კვებითი თვისებები აქვს.
აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ერთი საშუალო ბანანი სულ რაღაც 100 კალორიას შეიცავს. ნაყოფი მდიდარია ისეთი სასარგებლო ნივთიერებებით, როგორიცაა უჯრედისი, კალიუმი, ვიტამინი B6, ვიტამინი C, მაგნიუმი, მანგანუმი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.

ფლოემის კონები — ეს ბანანის შიდა წყალმომარაგების სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხდება შაქრისა და ფოტოსინთეზის სხვა პროდუქტების მიწოდება. ეს მილები უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რათა თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს. ამიტომ ფლოემის კონები უფრო მაგარია, ვიდრე ბანანის რბილობი.

როგორც BerkleyRD-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლას გილიტი განმარტავს, მართალია, ფლოემის კონებზე სპეციალური კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბოჭკოები სასარგებლო ფერმენტების გადასატანადაა განკუთვნილი, მას ნამდვილად აქვს ბანანის რბილობისგან განსხვავებული შემადგენლობა.

როგორც IFL Science წერს, იგივე ითქმის ბანანის კანზეც. მიუხედავად იმისა, რომ ის მაგარია და თანაც მწარე, იჭმება კიდეც და სასარგებლოცაა, ვინაიდან ადამიანისთვის აუცილებელი რამდენიმე საკვანძო ელემენტითაა მდიდარი.ექსპერტები გვირჩევენ, ბანანის კანი ორიოდე დღით წყალში ჩავდოთ, რათა სასარგებლო ნივთიერებებმა წყალში გააღწიოს. ამ გზით შეგიძლიათ საუკეთესო ხსნარი მიიღოთ ოთახის ყვავილების მოსარწყავად.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: IFL Science

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უმრავლესობა ბანანს არასწორად მიირთმევს: რა დაადგინეს მეცნიერებმა. 6 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უმრავლესობა-ბანანს-არასწ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi