ნიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია, ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ღამით ნიდერლანდების ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში აიგო. ამ შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებია განთავსებული, ხოლო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები.

ასევე, სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა შენობა ხისაა, რამაც ცეცხლის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.

პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მაცხოვრებელთა ევაკუაცია დაიწყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ეს ყველაფერი ნამდვილად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ნიდერლანდების ქალაქ არნემის ცენტრში ხანძარია, ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე. 6 მარტი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ნიდერლანდების-ქალაქ-არნე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi