პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალინარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ლ.ქ. – ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე „კანაფი“, „მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
ფ.გ. – ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი