პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების...

3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა – დააკავეს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელმაც 73 მოქალაქის მიერ ბინის შეძენისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი მიითვისა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ერთი პირი დააკავა. დააკავეს სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელმაც 73 მოქალაქის მიერ ბინის შეძენისთვის გადახდილი 3 596 254 ლარი მიითვისა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ისანი კომფორტს“ თბილისში, მოსკოვის გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა.

„საქმიანობის წარმოების პროცესში, კომპანიის დირექტორმა და 49.99%-იანი წილის მფლობელმა ბრალდებულმა კომპანიის კუთვნილი თანხების დაუფლების მიზნით, სხვადასხვა კომპანია დააფუძნა, რის შემდეგაც, „ისანი კომფორტის“ საცხოვრებელ კომპლექსში განთავსებული ბინების შეძენისთვის 73 მოქალაქის მიერ კომპანიისთვის გადახდილი ჯამში 3 596 254 ლარი, პირადი მიზნებისთვის, პირად და მის მიერ დაფუძნებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა.

დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის, მისი ნამდვილი ბუნების და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, ბრალდებულმა მის მიერ დაფუძნებული კომპანიების სახელით, 160 000 აშშ დოლარად და 23 290 ლარად ღირებული უძრავი ქონებები და 83 560 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეიძინა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ისანი კომფორტის“ მრავალფუნქციურ კომპლექსში ქონების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ორი მოქალაქის ჯამში 119 273 ლარს მოტყუებით დაეუფლა, შემდეგ კი ხსენებული უძრავი ქონებების რეალიზაცია სხვა პირებზე მოახდინა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 2025 წლის 2 დეკემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  ადამიანებით ვაჭრობის საქმე - ერთ-ერთი ბრალდებული ქართველია

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.