სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

მცენარეთა დაცვის საშუალებები და დრო

კვირტის გაშლამდე. ალბათ უკვე ჩატარებუ­ლი გაქვთ ის უპირველესი და აუცილებელი სა­მუშაოები, რასაც მამულის სანიტარიული დამუშავება ჰქვია: გამხმარი და დაავადებული ხე-ბუჩ­ქების ამოძირკვა, ხმელი და დამტვრეული ტოტების მოხერხვა და მავნებელთა ბუდეებიანად დაწვა. თუ აქამდე ვერ მოასწარით, არც ახლაა დაგვიანებული, ოღონდ დააჩქარეთ, რა­დ­­განაც ბაღის ქიმიური დამუშავების დროა. რო­ცა საშუალო დღიური ტემპერატურა +5ºჩ-ია, შე­წამლეთ ნიტროფენითა და ოლეოკუპრიტით, შე­ძლება მათი შემცვლელების გამო­ყენებაც. ეს ღო­ნისძიება თავიდან აგაცილებთ მოზამთრე მავნებლების კვერცხების, ტკი­პებისა და ბუგრების გამოღვიძების საშიშროებას. ამ საშუალებებით მცენარეები იწამლება 2-3 წელიწადში ერთხელ.
კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე. კვირ­ტების გაშლისთანავე ხეების ქვეშ დააფინეთ ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირას ხოჭოები და გაანადგურეთ. ეს პროცედურა ტარდება, როცა ჰაერის ტემპერატურა + 10ºჩ-ია, სასურველია _ 2-3-ჯერ.
შეწამლეთ ხეხილი ქვემოთ ჩამოთვლილი პრე­პარატებიდან ერთ-ერთით: ბენზოფოსფატით, კარ­ბოფოსით, კილზარით, რევიკურტით ან პერ­მეტრინით და დაზღვეული იქნებით ვაშლის ყვავილჭამიას მავნე მოქმედებისაგან.
ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ სა­უკეთესო საშუალებაა ბორდოს 3%-იანი ხსნა­რი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე არ გამოგიყენებიათ ნიტროფენი.
ყვავილობის დასაწყისიდან მისი დამთავ­რების შემდეგ. თუ კვირტის გაშლამდე ხეები არ ჩამოგირეცხავთ ბორდოს 3%-იანი ხსნარით, ყვავილობის დასაწყისშივე შეწამლეთ ბორდოს 1%-იანი ხსნარით.
ტკიპების, ბუგრებისა და სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდ ბორდოს ხსნარის შემცვლელ პოლიქრომს ჩაამატეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ნივ­თიერებათაგან ერთ-ერთი: პერმეტრინი, ბე­ნ­ზო­ფოს­ფატი, კარბოფოსი, კილზარი.
მუხლუხების წინააღმდეგ მეტად ეფექტურია: ბიტოქსიბაცილინი, ლეპიდოციდი ან დენდრობაცილინი.
ყვავილობის დამთავრებისთანავე ხეების ძი­რ­ში დაფენილ ცელოფანზე ჩამობერტყეთ ვაშლის მხერ­ხავათი დაზიანებული ნაყოფი და გა­ანადგურეთ. ქეცის წინააღმდეგ შეწამლეთ 1%-იანი ბორდოს ხსნარით. მსხლის ხეები ტკიპე­ბის წინააღმდეგ დაამუშავეთ გოგირდოვანი პრე­პარატით.
ყვავილობის დამთავრებიდან 15-20 დღის შემ­დეგ ვაშლისა და მსხლის ხეები შეწამლეთ კარბოფოსით, ბენზოფოსფატით, რევიკურტით, პერმეტრინით ან ბიოპრეპარატებით – ბიტოქსიბაცილინით, დენდრობაცილინით ან ლეპიდოციდით. შეიძლება ჩამოთ­ვლილი პრეპარატები შეცვალოთ უახლესი, უფრო ეფექტური საშუალებებით.
ხეების შტამბებს შემოახვიეთ გოფრირებული შესაფუთი ქაღალდი ან ჯვალო, გა­სინჯეთ ყოველ 7-10 დღეში ერთხელ, საღამო ხანს, და შიგ დაგროვილი ნაყოფჭამიას მუხლუხები გაანადგურეთ. ეს გახლავთ ერთ-ერთი მეტად ეფექტური ღონისძიება, რომელიც ტარდება ყვავილობის დამთავრებიდან 25 დღის შემდეგ. ამავე პერიოდში ტარდება ნაყოფჭამიას წინააღმდეგ მეორე წამლობა პერმეტრინით, კარბოფოსით, კილზარით ან რევიკურტით, ხოლო 30 დღის შემდეგ – ბენზოფოსფატით.
ფოთოლცვენის შემდეგ შტამბზე ნახვევები შეხსენით და მწერები გაანადგურეთ. ჩამოცვენილი ფოთლები მოფოცხეთ, დაწვით ან ღრმად ჩამარხეთ. გაფხიკეთ შტამბისა და ტოტების დაზიანებული ნაწილები და შეათეთრეთ კირით: 2კგ ჩამქრალ და გაცრილ კირს დაამატეთ 1კგ თიხამიწა ან ახალი ნაკელი, გახსენით 10 ლ წყალ­ში და წაუსვით ფუნჯით.
რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სამუშაოები ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამგვარი შრომა ყოველთვის ფასდება უხვი და ჯანსაღი მოსავლით.

  მდინარე მტკვარზე ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

საგაზაფხულო სამუშაოები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი