საპენსიო ფონდიდან დაგროვებითი პენსიის საერთო აქტივების გატანის 3 ხერხი არსებობს – ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ საიტზეა განმარტებული.
საპენსიო ასაკში პენსია შესაძლებელია გაიცეს:
- პროგრამული გატანის გზით – მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფა და ყოველთვიური პენსიის სახით მიღება;
- ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანტუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით – მონაწილის მიერ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა და სიცოცხლის ბოლომდე პენსიის მიღება;
- მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების გზით – ასეთი მეთოდით პენსიის გატანა შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ პირი საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე გაწევრიანდა.
შეგახსენებთ, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ ადამიანთა რაოდენობა 1 604 000-ია. 2025 წლის 31 მარტის მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 17 942-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით კი 74.9 მლნ ლარი გაიცა.
საპენსიო აქტივების ღირებულება 6.5 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). არსებობს 3 ვარიანტი – როგორ და რა სახით შეგვიძლია დაგროვებითი პენსიის გამოტანა. 6 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არსებობს-3-ვარიანტი-როგორ/
