პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებიმკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი - ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო...

მკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი – ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ტრაგიკული დილა 

1965 წლის 14 ივლისს, დილის 9 საათზე, 26 წლის ალისა კრიმინსმა აღმოაჩინა, რომ მისი ორი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის ედი ჯუნიორი და ოთხი წლის მისი საწოლში აღარ იწვა. პანიკაში ჩავარდნილმა დედამ მაშინვე დაურეკა ყოფილ ქმარს, ედმუნდ კრიმინსს, რომელთანაც განქორწინებული იყო. ყოფილ ქმარს ჯერ ეს შემაშფოტებელი ამბავი ქალის „თამაში“ ეგონა. ადგილზე მისულმა კი ალისი დაუდევრობაში დაადანაშაულა, პოლიციაში დარეკა და ბავშვების გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციამ მალევე აირჩია ეჭვმიტანილი – დედა, ალის კრიმინსი.

გამომძიებელს ადგილზე არ გადაუღია ფოტოები, არ აუღია თითის ანაბეჭდები და არც ბავშვების საძინებელ ოთახში ახეული ფანჯრის ბადე შეუმჩნევია.

ალისი დეტექტივს მოუყვა წინა ღამის შესახებ: ბავშვებმა საღამოს 7:30 საათზე ივახშმეს, შემდეგ დაიძინეს, ხოლო დილით აღარ დამხვდნენ საწოლში…

სახლის დათვალიერებისას გამომძიებელმა ქალის საძინებელში აღმოაჩინა ცარიელი ალკოჰოლის ბოთლები, კონტრაცეპტივები და ბიუსტჰალტერები… ასე გადაწყდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი იყო ალის კრიმინსი.

„შენ ქმარი დაკითხე, მე იმ ძუკნას მივხედავ“ — უთხრა მან თავის კოლეგას.

მისი დაკითხვიდან რამდენიმე საათში, პატარა გოგონას ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ ნაკვეთში იპოვეს. დეტექტივმა, ალის კრიმინსი მანქანით წაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ალისიმ იქვე გონება დაკარგა. თუმცა მოგვიანებით პაიერინგი ამტკიცებდა, რომ ქალი „არაფერზე რეაგირებდა“.

პროვოკაცია და პოლიციის შურისძიება

საგამოძიებო მოქმედებები და გარემოებები, აშკარად მიუთითებდა პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. თავის მხრივ, ალისიც ხშირად უარესი პროვოკაციით პასუხობდა სამართალდამცველებს. ერთ-ერთი ზარის დროს ტელეფონს ასეთი სიტყვებით უპასუხა:
„ჰაი ბიჭებო, წაიღეთ ფეხი!“

ალისი ღიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებას. 1971 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ბობ გროსთან თქვა:

„მე ამას არ გავაკეთებდი. ისინი ჩემი შვილები იყვნენ. არავინ ცდილობდა ნამდვილი მკვლელის პოვნას. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი განადგურება იყო.“

საეჭვო მოწმე და დაპატიმრება

მიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მთელი ენერგია ალის კრიმინსზე კონცენტრირებით დახარჯა. გამოძიება მტკიცებულებების გარეშე წარიმართა, თუმცა ქალს წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უთვალთვალეს.

  გთხოვ, არა­სო­დეს შეგშურ­დეს, იცხოვ­რე შენი ცხოვ­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო დედა გყავს და გთხოვ, რომ მას მი­ბა­ძო..." - მამა თეიმურაზის ემოციური წერილი ქალიშვილს

ბოლოს, 1966 წლის ნოემბერში პროკურატურამ თითქოსდა “მტკიცებულება” იპოვა: მეზობელი ქალი, სოფი ეარომირსკი, რომელმაც ბავშვების გაუჩინარებიდან დიდი დროის შემდეგ თქვა, რომ ბავშვების ოთახიდან ვიღაც ქალი დაინახა.

1967 წლის 11 სექტემბერს ალის კრიმინსი დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.

მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა იმ დროის ამერიკაში. პროკურატურა ეყრდნობოდა საეჭვო მოწმეებსა და მორალურ შეფასებებს, რამაც ჩაანაცვლა ფაქტობრივი არგუმენტები.

საზოგადოება და ტაბლოიდები ალის წარმოსახავდნენ როგორც „გარყვნილ ქალს“, რომლის სექსუალური თავისუფლება თითქოს საკმარისი იყო დამნაშავედ ცნობისთვის.

მამაკაცებით დაკომპლექტებულმა მსაჯულებმა საბოლოოდ დაადანაშაულა ალის კრიმინსი საკუთარი შვილების მკვლელობაში — მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდამ ამტკიცებდა: „ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.

ვინ იყო ალის კრიმინსი სინამდვილეში?

ალის კრიმინსი დაიბადა 1939 წლის 9 მარტს, ბრონქსში, ირლანდიელი კათოლიკე ოჯახში. ბავშვობა გაატარა წმინდა რეიმონდსის მონასტერში და მოზარდობიდანვე ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. 19 წლის ასაკში ის დაქორწინდა სკოლის მეგობარზე — ედმუნდ კრიმინსზე, იმ იმედით, რომ ქორწინება და დედობა მას თავისუფლებას მოუტანდა.

1959 წელს შეეძინათ ვაჟი — ედი, ხოლო შემდეგ წელს გოგონა — ალის მარი. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ კიუ გარდენსის “რეგალ გარდენსის” კომპლექსში, ნიუ-იორკში. თუმცა ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ალისი მალევე დარჩა მარტო სახლში — ქმარი ღამეებს სმასა და კოლეგებთან დროს ტარებაში ატარებდა. ალისის მონათხრობით, იგი მხოლოდ ერთ მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირში — თავის ქმართან, მაგრამ ქმრის უყურადღებობამ ის საკუთარი არჩევანისკენ უბიძგა… სრულად

ასევე ნახეთ: კანზასის “მტვრის შტორმის” ტრაგედიის უნიკალური ფოტოები – 30-იანი წლების დაუჯერებელი ისტორია

დაგაინტერესებთ: არ მოტყუვდეთ❗️Greentest-ის მსგავსი ტესტერები არ ზომავს ნიტრატების რაოდენობას – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

  განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს - რა დახვდათ ბინაში, სადაც 70 წელი არავინ შესულა

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი