ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმიარსებობდა თუ არა დემენცია ძველ საბერძნეთსა და რომში?

არსებობდა თუ არა დემენცია ძველ საბერძნეთსა და რომში?

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ასაკთან დაკავშირებული დემენცია ადამიანებს ოდითგანვე აწუხებდათ. თუმცა, ძველი ბერძნული და რომაული სამედიცინო ტექსტების ახალი ანალიზი გვეუბნება, რომ მსგავსი დაავადება 2 500 წლის წინ ძალზედ იშვიათი იყო.

USC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადება და მასთან დაკავშირებული დემენცია თანამედროვე გარემოსა და ცხოვრების წესის შედეგია. ამის ძირითადი მიზეზი ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ჰაერის დაბინძურება შეიძლება იყოს.

“ძველ ბერძნებში ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო. თუმცა, ჩვენ მაინც მივაგენით ჩანაწერებს, სადაც დემენციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია აღწერილი. რაც შეეხება რომს, აქ ჩვენ ოთხი ჩანაწერი აღმოვაჩინეთ, სადაც სიმპტომები დემენციაზე მიანიშნებს. თუმცა, ზუსტად ვერ ვიტყვით რამდენად არის ეს ალცჰაიმერთან დაკავშირებული”, — თქვა კვლევის ავტორმა კალებ ფინჩმა.

ძველმა ბერძნებმა იცოდნენ, რომ დაბერებას ჩვეულებრივ მეხსიერების პრობლემები მოჰყვება. ამას ჩვენ კოგნიტურ მსუბუქ დაქვეითებას, ან MCI-ის ვეძახით. თუმცა, ეს არ არის მეხსიერების, მეტყველებისა და მსჯელობის მნიშვნელოვანი გაუარესება, როგორც ეს ალცჰაიმერის შემთხვევაშია.

ფინჩმა და მისმა კოლეგამ სტენლი ბურშტეინმა ჰიპოკრატეს უძველესი სამედიცინო ჩანაწერბის ძირითადი ნაწილი გააანალიზეს. ტექსტში ვხვდებით ხანდაზმულთა ისეთ დაავადებებს, როგორიცაა სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, მაგრამ არ არის ნახსენები მეხსიერების გაუარესება.

საუკუნეების შემდეგ ძველ რომში რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩნდება. გალენთან აღნიშნულია, რომ 80 წლის ასაკში ზოგიერთ მოხუცს უჭირს ახლის სწავლა. პლინიუს უფროსი ამბობს, რომ სენატორსა და ცნობილ ორატორს, ვალერიუს მესალა კორვინუსს საკუთარი სახელი დაავიწყდა. ციცერონთანაც ნახსენებია ასაკთან დაკავშირებული გულმავიწყობა.

ფინჩი ვარაუდობს, რომ რაც უფრო იზრდებოდა რომაული ქალაქები, მით უფრო მატულობდა დაბინძურება, რამაც გაზარდა კოგნიტური შესაძლებლობების დაქვეითების შემთხვევები.

გარდა ამისა, რომაელი არისტოკრატები ტყვიას ჭურჭლის მოსამზადებლად იყენებდნენ. მეტიც, ამ ნივთიერებას ხშირად ღვინოშიც ურევდნენ, რითაც გაუაზრებლად ძლიერი ნეიროტოქსინით თავს იწამლავდნენ. ზოგი ისტორიკოსი სულაც რომის იმპერიის დაცემას ამ ფაქტთან აკავშირებს.

  5 უცნაურობა ძველ ეგვიპტეში

აღსანიშნავია, რომ კვლევისას ფინჩი არ ფიქრობდა მხოლოდ რომის იმპერიაზე ან ძველ ბერძნებზე. მან დღევანდელი ციმანე ამერინდელები, ბოლივიური ამაზონის ძირძველი ხალხი შეისწავლა.

ციმანეებს — ისევე როგორც ძველ ბერძნებსა და რომაელებს — პრეინდუსტრიული ცხოვრების წესი აქვთ, რომელიც ფიზიკურ აქტივობას მოიცავს. შესაბამისად, მათში დემენციის შემთხვევები უკიდურესაც იშვიათია.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ხანდაზმული ციმანელების შემთხვევაში დემენცია მხოლოდ 1%-ს უვითარდება. ამის საპირისპიროდ, ალცჰაიმერის ასოციაციის თანახმად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების 11%-ს დემენცია აქვს.

“ეს მონაცემები ძალიან ღირებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ფიზიკური აქტივობა დემენციის განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე მნიშვნელოვანია გარემო რომელშიც ვცხოვრობთ”, — თქვა ფინჩმა.

კვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ნათარგმნია პორტალის on.ge-ს მიერ

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.