ევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი 20 ივნისს ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. გარდა კალასისა მასში მონაწილეობას გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ.

როგორც Reuters-ს წყარო უყვება, მინისტრები თავდაპირველად კალასს ჟენევაში მდებარე გერმანიის საკონსულოში შეხვდებიან, ხოლო შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან შეხვედრაზე გადაინაცვლებენ.

აშშ-თან კოორდინაციით დაგეგმილი მოლაპარაკებების მიზანია, ირანის მხარის დარწმუნება, რომ მან მყარი გარანტიები გასცეს იმის შესახებ, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ სამოქალაქო მიზნით განავითარებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

მოლაპარაკებების შემდეგ ექსპერტების დონეზე სტრუქტურირებული დიალოგი გაიმართება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროპის ქვეყნები 20 ივნისს ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებს გამართავენ. 19 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროპის-ქვეყნები-20-ივნისს/

  Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi