ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა - მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა – მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.

მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“,- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

   ნადუღის დესერტი შეფ მანუელისგან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი