მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა – მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.

შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები „სამგორი“, „ისანი“ და „ვარკეთილი“ დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე.

მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“,- ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი გარდაიცვალა – მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია. 15 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მეტროსადგურ-სამგორში-მ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi