ანასტასია ხაჩიძემ დედას, ხათუნა ჟორდანიას, საოცარი წერილი დაუწერა, რომელიც მისი მკურნალობის პერიოდს მოიცავს.
ხათუნამ შვილის წერილი გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ წაიკითხა და ცრემლებიც ვერ შეიკავა.
„ჩემი დედიკო თუნა, ამქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანია, რომელიც ექიმებთან არასდროს დადიოდა. როდესაც ხველამ არ გაუარა, ნინის დაჟინებული თხოვნით მივიდა ექიმთან. ანალიზის პასუხები შოკისმომგვრელი იყო. მახსოვს როგორ სტკიოდა ვენები და როგორ სცვიოდა ლამაზი, ქერა თმა.
Sheni Network
მიუხედავად ამისა, გატეხილი ხმით მაინც ახერხებდა ხუმრობას. ჩემი დედიკო თუნა, კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც პროცედურებზეც ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდა. ისვამდა ლაინერს და წითელ პომადას. თუ მას იცნობთ, ჩათვალეთ ძალიან გაგიმართლათ“, – კითხულობს ხათუნა შვილის წერილში.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „მახსოვს როგორ სტკიოდა ვენები და როგორ სცვიოდა ლამაზი, ქერა თმა“ – ხათუნა ჟორდანიამ „სიცრუის დეტექტორში“ შვილის ემოციური წერილი წაიკითხა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95/
sheniekimi.ge/ambebi

