გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

61 წლის ასაკში მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ავრცელებს.

„ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი თეატრის მსახიობი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი მერაბ ბრეკაშვილი. მერაბ ბრეკაშვილმა თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს მიაშურა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის მსახიობი გახდა. 27 წელი იმსახურა ამ თეატრში, შექმნა არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე, რომელთა შორისაც გამორჩეულია აფხაზის როლი გურამ ოდიშარიას პიესაში „ზღვა, რომელიც შორია“, თემურ ჩხეიძის დადგმით.

12 სეზონია, მერაბ ბრეკაშვილმა მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუკავშირა შემოქმედებითი ცხოვრება, შექმნა მნიშვნელოვანი როლები სპექტაკლებში „ამიკო“, „იავნანამ რა ჰქმნა“, „ირინეს ბედნიერება“, „ჯუჯა ცხვირი“, „ქარიშხალი“, „მეფე ლირი თავშესაფარში“, „ჭორიკანა ქალები“ და მრავალი სხვა. წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა გამოსცა მერაბ ბრეკაშვილის 40-წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ალბომი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მსახიობის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მაყურებელს“, – ნათქვამია თეატრის სამძიმრის წერილში.

ასევე ნახეთ: რა ემართება თქვენს ორგანიზმს, თუ 7 დღის განმავლობაში ნივრისა და თაფლის ნარევს მიირთმევთ

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გარდაიცვალა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი. 15 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გარდაიცვალა-მოზარდ-მაყურ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi