ჩვენ ვაგრძელებთ ონლაინ პროექტს ” საქართველოს უძველესი მარნები” და ტრაციულად ხუთშაბათობით გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძველი მარნების შესახებ რომლებიც ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა.
სისონაანთ კოშკი
კოშკმარანი (მარანი ციხით) მარნის ერთ- ერთი არქიტექტორული ტიპია და მათი არაერთი მნიშვნელოვანი ნიმუშები გვხვდება კახეთში-ახმეტაში, რუისპირში, ზემო ხოდაშენში, საბუეში პატარძეულსა და ყვარელში.
მარნის ასეთი ტიპი თავისი შინაარსით თავდაცვით რამდენიმე სართულიან ნაგებობას წარმოადგენს – სათოფურებით, სალოდეებით, ქონგურებით, საწნახელებით და ქვევრებით. ასევე კედელში აყვანილი კიბეებით ხოლო იშიათად ბერის საცხოვრებელი სენაკითაც.
კოშკმარანი პირველ რიგში საბრძოლო ნაგებობაა რომლის პირველ სართულზე მარნის მოსაწყობად და ღვინის დასაყენებლად საუკეთესო პირობები აღმოჩნდა. როგორც ამბობენ თუ რაიმეს ესაჭიროებოდა მტრისგან დაცვა ეს უპირველესაც ღვინო და მარანი იყო.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი “სისონაანთ კოშკი” ყვარელში ბადრი სეფაშვილის კარ- მიდამოში მდებარეობს. XVIII საუკუნის სამსართულიანი ნაგებობა ქვის რეგულარული წყობით დუღაბზეა აგებული. დასავლეთის მხრიდან მარანი ეკვრის(მათ საერთო ფუნდამეტი აქვთ) რომლის კედელთან მთელ სიგრძეზე საწნახელი იყო ჩაშენებული. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული, მარანი თითქმის სრულად არის დანგრეული. მხოლოდ საწნახელია ჯერ კიდევ არის შემორჩენილი. მარანში არსებული ქვევრები კი როგორც ჩანს წლების წინ გაუტანიათ.
სისონანთ კოშკმარანი თავდაცვის ტიპისაა კოშკის II-III სართულებზე სათოფურები და აივნებია განთავსებული. კოშკის ქვაზე წარწერა კი მოგვითხრობს რომ 1847 წელს აქ ” ხორველა” ხოლერა ყოფილა გავრცელებული.
ძეგლის ისედაც რთულ მდგომარეობას მის კედლებში ამოსული ხეებიც ამძიმებს. მიუხედავად კოშკის მეპატრონეების არაერთი მცდელობისა ძეგლის ხე- მცენარეებისგან გაწმენდა ვერ ხერხდებოდა, რადგან სისონაანთ კოშკი კულტურულ მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს, რაც ძეგლზე თვითნებული სამუშაოების ჩატარებას კრძალავს.
სამწუხაროდ დღეს კოშკმარნების გარკვეული ნაწილი განადგურების პირასაა.საქმეს ისიც ართულებს რომ მოსახლეობას ხშირად არ აქვს სრული ინფორმაცია მათ ეზო- კარსა თუ მიმდებარედ არსებული ძველი ნაგებობის ისტორიულ თუ კულტურულ ღირებულებებზე რაც კიდევ უფრო ზრდის მათი დაზიანების რისკებს. ამიტომ დროული რეაგირების გარეშე მათი გადარჩენა მომავალში შესაძლოა სათუო გახდეს.


წყარო: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.


