დმანისის ნაქალაქარის მარნები – “ესე ქვევრი არის სოფლის სიონის და დაუწერია ზაალის ქალს”

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
“საქართველოს უძველესი მარნები”
ჩვენ ვაგრძელებთ ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”
და ტრაციულად ხუთშაბათობით გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა.
დმანისის ნაქალაქარის მარნები
პირველი ევროპელების სამშობლოდ ცნობილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი- დმანისის ნაქალაქარი ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. IV ათასწლეულში ყოფილა დასახლებული.
მოგვიანებით IV-VIII საუკუნეებში ის უკვე ქალაქის ტიპის მცირე დასახლება იყო. ხოლო უკვე IX საუკუნიდან ერთ- ერთი ყველაზე განვითარეული ქალაქია და მისი მნიშვნელობა უდაოდ დიდია როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური, კულტურული და სასულიერო მიმართულებით. სხვადასხვა დროს ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთის და ქსოვილების წარმოებას,ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე დღესაც იკითხება ქვაფენილიანი ქუჩები, ბაზალტით ნაშენი და მდიდრულად მოპირკეთებული სახლების ნაშთები. ზეთსახდელების, სხვადასხვა სახელოსნოების და მარნების კვალი.
ერთ ერთ ქვევრზე მხედრული წარწერა გვაცნობს რომ XVII საუკუნიდან ერთ ხანს დიდი ქალაქი უკვე სოფლად იწოდებოდა, ხოლო ცნობილი საკათედრო ტაძარი სოფლის სიონად.
“ესე ქვევრი არის სოფლის სიონის და დაუწერია ზაალის ქალს”.
📷 თორნიკე შენგელიას ფოტო.
მარანი- დმანისის ნაქალაქარი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). დმანისის ნაქალაქარის მარნები – “ესე ქვევრი არის სოფლის სიონის და დაუწერია ზაალის ქალს”. 25 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დმანისის-ნაქალაქარის-მარ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi