“საქართველოს უძველესი მარნები” – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნები, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
“საქართველოს უძველესი მარნები”
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” აგრძელებს ონლაინ პროექტს – “საქართველოს უძველესი მარნები”.
ყოველ ხუთშაბათს გიამბობთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნების შესახებ, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. არქეოლოგიური აღმოჩენები და მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მარნების არა ერთი ანსამბლი გვხვდება, რომლებიც უძველეს ნამოსახლარებთან, მონასტრებთან და საფორტიფიკაციო ნაგებობებთანაა განლაგებული.
ვარცანის (ბარცანის) ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მარანი
(კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი)
IX საუკუნე
ვარცანის მონასტერი იხსენიება 1579 წლის დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც კახეთის მეფე ალექსანდრე II მცხეთის საკათალიკოსო კათედრას უდასტურებს ქონებრივ უფლებებს, ვეძისხევის ვარცანის მონასტერსა და სხვა ეკლესია-მონასტრებზე. 1974-1975 და 1985-1987 წლებში ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ნაგებობის ყველა ნაწილი აღდგენილია, გარდა გუმბათისა. ვარცანის ეკლესია გეგმის თავისებურებებით, დამჯდარი პროპორციებითა და მკვეთრად გამოხატული ფორმებით ხასიათდება. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVI საუკუნის მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ვარცანის ეკლესია გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია.
ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ტაძრის ჩრდილოეთით საკმაოდ დიდი მარანი ყოფილა, სადაც დღემდე შემორჩენილია ქვევრები.
წყარო: ბარცანას წმ. გიორგი. memkvidreoba.gov.ge
წყარო: საყდრისის კომიტეტი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “საქართველოს უძველესი მარნები” – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნები, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-უძველესი-მა-2/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi