16 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4500 ტონა ხურმა და კარალიოკი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.76 დოლარია, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (2 533 ტონა), სომხეთი (1 072 ტონა), უკრაინა (678 ტონა), თურქეთი (103 ტონა), ბელარუსი (76 ტონა) და მოლდოვა (62 ტონა)“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ბაზრები – „1 კგ ხურმისა და კარალიოკის საშუალო საექსპორტო ფასი 0.76 დოლარია“. 18 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხურმისა-და-კარალიოკის-სა/
