შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები"მამას საფლავზე მისულს, ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; მესაფლავეებს...

“მამას საფლავზე მისულს, ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; მესაფლავეებს ვკითხე და გაირკვა…” – საოცარი ისტორია დოდო აბაშიძეზე

ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ გადაცემაში “ავტოგრაფი” მოჰყვა ისტორია მამაზე, თუ როგორ ხვდებოდა მუდმივად, მამის საფლავზე დანთებული სანთელი;

აი, რა ამბავი იმალებოდა ამის უკან;

ზაზა აბაშიძე: დიდუბეში, მამას საფლავზე მისულს ხშირად მხვდება დანთებული სანთელი; ვერასდროს შევესწარი, ვინ ანთებს; ერთხელ ვკითხე მესაფლავეებს, ხომ არ იცით, ვინ მოდის, ან ჰკითხეთ, ვინ არის-მეთქი? ვიღაც მამაკაცი მოდის და მასთან ერთად ზოგჯერ ქალბატნიცო.

გაირკვა: ამ მამაკაცს დაუნახავს დოდო ზის რესტორანში და მეგობრებთან ერთად ქეიფობს; რომ წამოიშალნენ და გარეთ გავიდნენ და ეს კაცი გაედევნა დოდოს და უთხრა, ეგებ დამეხმაროთ, ამდენი ხანია ბინის რიგში ვარ, ექვსი შვილი მყავს, ვაგონში ვცხოვრობ, ეგებ ხმა შემაწიოთო; ვისთან შეგაწიოთ ხმაო, უკითხავს დოდოს; წამოდი გურამ გაბუნიასთან მივიდეთო; მივიდნენ; რა ხდებაო, უკითხავს ბატონ გურამს; ნახე, რა ბიჭია, ექვსი შვილი ჰყავს, ორი გოგო, ოთხი ბიჭი და აუხსნა სიტუაცია.

იმ წუთში გადაუწყვეტია ეს პრობლემა ბატონ გურამ გაბუნიას; მიიღეს ბინა და მისულან დოდოსთან და ჰკითხეს, მადლობა რითი გადაგიხადოთო? მამას უპასუხია: რომ მოვკვდები, მოდი ჩემს საფლავზე და სანთელი დამინთეო; ასე დადიან და ამდენი ხნის განმავლობაში უნთებენ სანთელს…

  თბილისის ძველი და ახალი არქიტექტურა — ფოტომოგზაურობა დროში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი