ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

პროკურატურა ლუკა კურტანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას.

ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა.

მომდევნო სხდომა 17 სექტემბერს გაიმართება.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 29 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლუკა-კურტანიძეს-აღკვეთის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi