„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თავდაცვის სამინისტროს პროექტი „ჯარის ბანაკი“ აქტიურად მიმდინარეობს. კოჯრის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა მოსწავლეთა მეოთხე როტაციას მასპინძლობენ. თავგადასავლებითა და ემოციებით სავსე ბანაკი მოსწავლეებს დღის განმავლობაში ბევრ თეორიულ და პრაქტიკულ აქტივობას სთავაზობს.

თეორიული სწავლების შემდეგ კოჯრის ბანაკში გუნდური შეჯიბრებები ჩატარდა: ნავიგაციაში, იარაღის დაშლა-აწყობაში, პნევმატური იარაღით მიზანში სროლასა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. დღის ბოლოს ახალგაზრდებმა სახალისო შემოქმედებითი საღამო ჩაატარეს, სადაც სერჟანტ-ინსტრუქტორებთან ერთობლივად მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.

განაგრძეთ კითხვა

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს. 14 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯარის-ბანაკი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi