თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

დედაქალაქში ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე. მისივე განმარტებით, ხიდზე 18-მეტრიანი ავტობუსები სწრაფად და შეუფერხებლად იმოძრავებენ, რაც გადაადგილების დროს შეამცირებს და
ტრანსპორტის ეფექტიანობას გაზრდის.

„ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. პრობლემა არის ამ არეალების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით 18-მეტრიანი ავტობუსების გადაადგილება ძალიან პრობლემურია. პროექტის განხორციელების შედეგად, საავტობუსე ხიდი უზრუნველყოფს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს ყველაზე დატვირთულ უბნებს შორის კავშირს კომფორტულად 18-მეტრიანი ავტობუსების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ თბილისში 3 ახალი საბაგირო დერეფანი მოეწყობა: ისანი-მეტრომშენი-ვაზისუბანი, სარაჯიშვილი-ზღვისუბანი, მ/ს „სამგორისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა.

„საბაგიროს ტრადიცია ჩვენს ქალაქში არსებობს. ბოლო წლებში მათი რეაბილიტაციაც განვახორციელეთ. ამ შემთხვევაში კი საბაგიროს ეძლევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია. ეს სამი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით დიდი შეღავათი იქნება ადგილობრივებისთვის. ასევე, აღნიშნული საბაგირო დერეფნის მოწყობა ირიბად იქნება დაკავშირებული ავტობუსების, მიკროავტობუსების გამოთავისუფლებასთან“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ვიცე-მერმა პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა დედაქალაქისთვის ტრამვაის ახალი ხაზის მშენებლობის მნიშვნელობაზეც.

„ტრამვაი ბრუნდება. ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია. ტრამვაის ახალი ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. ერთი მხრივ, ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მეორე მხრივ, დიდი დიღომი არის რაიონი, საიდანაც ტრანსპორტითა თუ ავტომობილებით ადამიანების გადაადგილების სიხშირე ძალიან მაღალია. ამ მიმართულებით აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამით ეს არ სრულდება – ვაკეთებთ კვლევებს იმისათვის, რომ ტრამვაი სხვადასხვა მიმართულებით გაჩნდეს ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ახალი საავტობუსე ხიდი აშენდება. 25 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-ცოტნე-დადიანის/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T20:11:36+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi