ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაროგორ გიხსნით საკუთარ თავზე ზრუნვა დეპრესიისა და მელანქოლიისგან

როგორ გიხსნით საკუთარ თავზე ზრუნვა დეპრესიისა და მელანქოლიისგან

ადამიანების თითქმის ნახევარი აღნიშნავს შემოდგომაზე ძალისა და განწყობის დაკარგვას. ჩვენ გეტყვით, თუ როგორ გამოიყენოთ ბედნიერების ფილოსოფია “ჰუგე”, რათა იპოვოთ სიმშვიდის კუნძული ყოველდღიურ აურზაურში.

სკანდინავიის ქვეყნების მაცხოვრებლები უფრო მგრძნობიარენი არიან სეზონური დეპრესიის მიმართ, თუმცა სოციალური კვლევის მიხედვით, შვედები და დანიელები პლანეტის ყველაზე ბედნიერ ადამიანებად ითვლებიან. რა არის მათი საიდუმლო? სკანდინავიის ქვეყნებში დღის სინათლე ზამთარში გრძელდება არაუმეტეს 6 საათისა.

უამრავი ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ, დანიელები და შვედები თვლიან, რომ მათ იპოვეს ბედნიერების რეცეპტი. “ჰუგე” ერთგვარი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომელიც შედგება რამდენიმე მარტივი წესისგან. თუ მათ მიჰყვებით, წლის ყველაზე რთულ დროსაც კი არ მოწყენთ.

“ჰუგე” არის საკუთარ თავზე ზრუნვა

“ჰუგე” არის მყუდრო ბედნიერება. “ჰუგეს” ცხოვრების ფილოსოფია გვასწავლის, რომ უნდა იყოთ უფრო კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ, დრო გაატაროთ მნიშვნელოვნად, გემოვნებით, დააფასოთ ყოველი წუთი, შეეცადოთ გარშემორტყმული იყოთ მყუდრო ნივთებით, მისცეთ საკუთარ თავს უფლება მცირე სისუსტეებზე, დატკბეთ სრულიად მარტივი ნივთებით. ეს ხელს უწყობს მელანქოლიის და დეპრესიის დაძლევას.

შექმენით თქვენს ირგვლივ მყუდრო ატმოსფერო და ასევე გააკეთეთ ისეთი რამ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. მაგალითად, ვახშამი ოჯახთან ერთად, უგემრიელესი ღვეზელი, თბილი აბაზანა სანთლებით, ან უბრალოდ საღამო გადასაფარებლის ქვეშ კარგი წიგნით და ცხელი ჩაით. ყოველთვის შეგიძლიათ გამონახოთ დრო, რომ ცოტა შეანელოთ რეჟიმი და საკუთარ თავს უფლება მისცეთ დატკბეთ უმოქმედობის პერიოდით.

“ჰუგეს” ძირითადი პრინციპები:

შექმენით მყუდრო ატმოსფერო იმ ადგილებში, სადაც დიდ დროს ატარებთ – სახლში, ოფისში, მანქანაში.
მოამზადეთ მხოლოდ თქვენი საყვარელი კერძები და ისიამოვნეთ მათი მომზადების პროცესით.
შეარჩიეთ კომფორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი და ნუ ადევნებთ თვალყურს მოდის ტენდენციებს.

ყოველდღე გამონახეთ დრო თქვენი საყვარელი აქტივობებისთვის და გატაცებებისთვის – წაიკითხეთ წიგნი, ააწყეთ პაზლი, მოქარგეთ სურათი.

უფრო ხშირად ეწვიეთ საყვარელ ადამიანებს და მოაწყვეთ წვეულებები სახლში, რათა მეტი დრო გაატაროთ კარგ საზოგადოებაში.

  როგორ მოვრთოთ ინტერიერი აღდგომის დღესასწაულისთვის — მარტივი და შთამაგონებელი იდეები

იპოვე პატარა სიხარული ყოველ დღე და დაიწყე მათი ტკბობა – ყვავილების სუნი, ცხელი აბაზანა რთული დღის შემდეგ, არომატული ჩაი ლამაზ ფინჯანში.

უარი თქვით ციფრულ ტექნოლოგიებზე. მათი ცხოვრებიდან მთლიანად ამოღება შეუძლებელია, მაგრამ მათი შემცირება ყოველთვის შესაძლებელია. შეწყვიტეთ უმიზნოდ სქროლვა სოციალურ მედიაში, გაუთავებელი სატელევიზიო შოუების ყურება და უცნობებთან კამათი ჩატის ოთახებში. ამის ნაცვლად, ესაუბრეთ რეალურ ადამიანებს, გაისეირნეთ ტყეში ან დახატეთ ნახატი.

სულიერი სიმშვიდე, სახლის კომფორტი და ნაცნობი კედლები – ეს არის “ჰუგეს” სივრცე.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.