ლილოში მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის საქმეზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მოწმის სახით დაკითხეს მოკლულის არასრულწლოვანი და, ექსპერტი და ფსიქიატრი.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ფოტომასალა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე და ბრალდებულის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული.
მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ოთარ ცინდელიანის ადვოკატმა, კლარა შუკვანმა და აღნიშნა, რომ „მომხდარი ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანის ჩადენილი არ არის“.
„ექსპერტიზამ [შეურაცხადობა] არ დაადასტურა, მაგრამ გვაქვს ალტერნატიული ექსპერტიზის უფლება და პასუხებს ველოდებით. ნამდვილად, ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა და ასე არ გაიმეტებდა ადამიანს, რომელთანაც რაღაც აკავშირებდა.
ჩვენთან საუბარში, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს, არაფერი ახსოვს [ბრალდებულს]. რა მოხდა, ვერ მეუბნება იმიტომ, რომ არ ახსოვს, რას სჩადიოდა, არ იცის. როდესაც ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იყო გადაყვანილი, არ დაუმალავს და მოყვა, რომ საუბედუროდ, 14 წლიდან არის ნარკოტიკების მომხმარებელი. ბოლო პერიოდში მთლიანი ფირფიტაც არ ჰყოფნიდა.
საავადმყოფოდან გამოვიხმეთ ისტორია, ირკვევა, რომ ოჯახის წევრები მას მკურნალობდნენ. ოთარ ცინდელიანს ტვინის ნახევარი სფერო დაზიანებული აქვს. მას ესპანეთშიც მკურნალობდა დედამისი, მაგრამ იქ მკურნალობა ვერ გააგრძელეს, რადგან დეპორტი გაუკეთეს. ობიექტურობა უნდა დადგინდეს, ჩვენი მისია ეს არის. ხელს არ ვაფარებთ, სამართალმა უნდა იზეიმოს“, – თქვა კლარა შუკვანმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამდენ უბედურებას არ ჩაიდენდა“. 12 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლილოში-21-წლის-ქეთი-ჯავახიშ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T13:36:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
