მკვლელობა კახეთში – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მკვლელობა კახეთში – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს. 23 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მკვლელობა-კახეთში-რა-ინფ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi