„კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული, ვეტერინარული მანიპულაციით მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისთვის, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას“-ბექა გიუნაშვილი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა სააგენტოს მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მხრიდან რაიმე უკანონობას ჰქონდა ადგილი, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა გიუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტოში არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისთვის.

„აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას და ჩვენთვის მიუღებელია. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პროგრამის დისკრედიტაციას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ ორგანიზაციას და სამსახურს, დაინტერესებისა და ოფიციალური მომართვის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ოფიციალური დოკუმენტაცია სააგენტოსგან“, – განაცხადა ბექა გიუნაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული, ვეტერინარული მანიპულაციით მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისთვის, ნუ აჰყვებით დეზინფორმაციას“-ბექა გიუნაშვილი. 1 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/კრემატორიუმი-გამოიყენე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Engineer ( Kotlin + Node.js )

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T21:16:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi