თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას აგრძელებს.
პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ დილით გადაიყვანა.
გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მორიგე ექიმის, ფიქრია კინდოლაურის განმარტებით, დაზარალებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.
„პაციენტი შემოიყვანა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ. აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე დაზიანება მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მისივე გადმოცემით, მასზე იძალადა მისთვის უცნობმა პირმა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ჩატარებულია შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები და გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში. კლინიკიდან გაწერის საკითხს გადაწყვეტს მკურნალი ექიმი-ნევროლოგი“,- თქვა ექიმმა.
შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში მოხდა. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი მამაკაცი და დედა-შვილი.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ნიღბიანი ქალების ყაჩაღური თავდასხმა 71 წლის პენსიონერზე – საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი თავდამსხმელის 18 წლის ვაჟიც – მსხვერპლმა ნიღბიანებში ყოფილი რძალი ამოიცნო. 1 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამართალდამცავებმა-სამი/
