საქართველოში სუროგაციის აკრძალვის საკითხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. მეან-გინეკოლოგი, კლერმონ ფერანის უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საფრანგეთის მაგალითს განიხილავს და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ სუროგაციის სამართლებრივ შეზღუდვაზე, არამედ უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელობაზე.
- ბოჭორიშვილის განმარტებით, საფრანგეთში სუროგაცია 1994 წლის ბიოეთიკის კანონით არის აკრძალული. თუმცა, მისი თქმით, საფრანგეთის მოქალაქეებს არ ეკრძალებათ საზღვარგარეთ გამგზავრება და იმ ქვეყნებში სუროგაციის სერვისით სარგებლობა, სადაც ეს პრაქტიკა კანონით ნებადართულია.
“წინასწარ ვიცი, ახლა “ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს ჩვეულებისამებრ დემაგოგიურად მოიშველიებენ, გადავეყარე უკვე მსგავს კომენტარებს. ქვეყნების ჩამოთვლას არ დავიწყებ, სადაა აკრძალული და სად არა, საფრანგეთზე შევჩერდები მხოლოდ, რომლის რეალობა ყველაზე კარგად ვიცი, თან რეპროდუქტოლოგიის პიონერებთან ვმუშაობდი და ამ სფეროს განვითარების ეტაპებიც კარგად მახსოვს. ჰოდა, დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ არა პოლიტიკური ვაჭრობისა ან ობსკურანტისტებთან გარიგების გამო (“ამას დაგითმობთ, სამაგიეროდ აზარტული თამაშების ბიზნესს თავი დაანებეთ“), არამედ კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩოთი, 1994 წლის “ბიოეთიკის კანონით”. მის მოტივებსა და არგუმენტებზეც აქ არ გავჩერდები, ამ თემის სხვა ასპექტზე ვწერ.
ამავდროულად, საფრანგეთის მოქალაქეს კანონი არ უკრძალავს უცხოეთში წასვლას და სუროგაციით სარგებლობას იქ, სადაც ის ნებადართულია. 69-მილიონიან ქვეყანაში ამ გზას წელიწადში სულ რაღაც 300–500 წყვილი მიმართავს. შედარებისთვის: ქალების რაოდენობა, ვინც სპონტანურად ვერ ორსულდება, დაახლოებით 3 მილიონია. ანუ სუროგაციას რეალურად ძალიან ცოტა ირჩევს.მაგრამ მთავარი სხვა რამეა: საფრანგეთში უშვილობის მკურნალობა მოქალაქეებისთვის 100%-ით უფასოა.
ყველაფერი, მრავალჯერადი და ძვირადღირებული კვლევებით დაწყებული, ნებისმიერი მკურნალობითა თუ ოპერაციით დამთავრებული. ნაზღაურდება ანალიზებისა და პროცედურების გამო სამსახურში გაცდენილი საათებიც და კლინიკამდე მგზავრობის ხარჯებიც კი, მანძილისა და ტრანსპორტის ტიპის მიუხედავად. სრულად ფინანსდება ხელოვნური განაყოფიერებაც , 4 მცდელობა, 43 წლის ასაკამდე. ხოდა, სანამ მუდმივად სალანძღავ ევროპას შეედრებიან, ჯერ ჯანდაცვის სისტემა ააწყონ ამ დონეზე და მერე ამოიღონ ხმა.” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). “წინასწარ ვიცი, ახლა “ევროპაშიც აკრძალულია“ არგუმენტს ჩვეულებისამებრ დემაგოგიურად მოიშველიებენ – დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ… ” – რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი. 22 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წინასწარ-ვიცი-ახლა-ევრ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-22T21:16:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
