შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის...

კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები

დავით სონღულაშვილი საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, გაეროს მაღალი დონის კონფერენციაზე, სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებს და მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა

ქალაქ ნიცაში მიმდინარე გაეროს კონფერენცია გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართეს.
კონფერენციას 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირი ესწრება.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მონაწილე ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებს: ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს, ხორვატიის რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და მწვანე გარდაქმნის მინისტრს მარია ვუჩკოვიჩს, ფინეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრს სარი მულთალას, ისლანდიის გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრს იოჰან პოლ იოჰანსონს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს კუ დონჟუს, პარიზის მერს ანნ იდალგოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო კომიტეტის პრეზიდენტს ბრუნო ფუქსის შეხვდა.
კონფერენციაზე განიხილება კლიმატის ცვლილებების ზეგავლენის შემცირების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციის და საზღვაო გარემოსა და რესურსების დაცვის ერთიანი მიდგომების საკითხები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი