ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან - ირაკლი არაბულის რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან – ირაკლი არაბულის რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ზედმეტი ნიტრატებისგან –

სურსათის უვნებლობის სფეროში გამოცდილი სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები
რაც შეეხება ნიტრატებს: ეს პროდუქტისთვის ქიმიური საფრთხეა. საკითხი ძალიან აქტუალურია განსაკუთრებით ამ პერიოდისთვის, როდესაც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდის. სურსათის უვნებლობის მხრივ ერთ-ერთი გამოწვევა ზღვარზე მაღალი ნიტრატების რაოდენობაა. ნიტრატები აზოტმჟავის მარილებია, რომლებიც ბუნებაში თავისთვის გვხვდება ნიადაგში და ბოსტნეულს ზრდაში, განვითარებაში ეხმარება.
როდესაც ფერმერი ძალიან დიდი რაოდენობით სასუქებს, პესტიციდებს, თუ სხვა ქიმიურ დანამატებს იყენებს, ამ შემთხვევაში ეს ნიტრატები ზღვარს სცილდება და იმ ზღვარზე ადის, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება.
ყველა პროდუქტისთვის არსებობს ნიტრატების რაოდენობა,რის ზემოთაც უკვე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამის გასაკონტროლებლად საქართველოში პირველადი წარმოება კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. ეს სხვა მიმართულებებთან შედარებით ნაკლებად კონტროლდება. სურსათის უვნებლობა არის ჯაჭვი და მოიცავს ფერმიდან სუფრამდე რგოლებს. ეს რგოლები ყველა უნდა კონტროლდებოდეს.
პირველი რგოლი ფერმა და პირველადი წარმოებაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად კონტროლდება და ზუსტად ეს უნდა იყოს ყველაზე ხშირად კონტროლირებული.
როგორ უნდა მოვიქცეთ სახლის პირობებში: მაგალითისთვის, თუ მივიტანეთ პროდუქტი და არ გვაქვს არანაირი ხელსაწყო, რითაც შეიძლება, ნიტრატების რაოდენობა გავზომოთ, შეგვიძლია, გარკვეული ხილი და ბოსტნეული წყალში დავაყოვნოთ (მაგალითად, ისეთი ხილი/ბოსტნეული რომელიც, შეიძლება, წყალში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს). მაგალითად, მარწყვის და კენკროვანი ხილის დიდი ხნით წყალში დაყოვნება არ შეიძლება. პომიდორი, კიტრი, კარტოფილი და ა.შ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში წყალში რომ დავაყოვნოთ, მათგან ნიტრატების რაოდენობის 20%-იდან 40%-მდე გამოვა. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხილ-ბოსტნეულს, თავი და ბოლო მოვაჭრათ, რადგან ნიტრატების ყველაზე დიდი რაოდენობა ზუსტად თავსა და ბოლოში გროვდება. მწვანილების შემთხვევაში, ყველაზე მეტი ნიტრატი შეიძლება, ღეროში არსებობდეს.
ამიტომ ღეროები საკვების მოსამზადებლად არ უნდა გამოვიყენოთ და და თავი ზედმეტი ნიტრატებისკენ ამით დავიცვათ. ნიტრატების შემცველობა საკმაოდ პრობლემურია, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი შესყიდვები და ანალიზების ჩატარება ხდება, ხშირ შემთხვევაში ვლინდება, რომ ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობითაა. ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პირველადი წარმოება შესაბამისი კონტროლის ქვეშ არაა. პირველ რიგში, მაინც საზამთროა, რაშიც ნიტრატები ყველაზე ხშირად შეიძლება, იყოს. შემდეგი მოდის კარტოფილი, ასევე კომბოსტო.
რაც შეეხება ნიტრატების საზომ აპარატებს: ეს შეგვიძლია, სახლის პირობებში გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ეს ლაბორატორიის შესაბამის დასკვნას ვერ მოგვცემს , მაგრამ სახლის პირობებში მშვენიერი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
  სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ 1 თვეში 117 საჩივარია დაფიქსირებული - რა პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.