შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაკიევში ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიანიჭეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიანიჭეს

უკრაინაში მიმდინარე დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში, ქვეყნის დედაქალაქ კიევში კიდევ ათ ობიექტს შეუცვალეს სახელი.  სწორედ ამ ცვლილების მიხედვით, რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელი ეწოდა.

კიევის საქალაქო საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქების, სოფლებისა და ქუჩებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მინიჭებული სახელწოდებების ცვლილება 2014 წელს დაიწყეს, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი აღნიშნული ცვლილებები უფრო გახშირდა.

  როგორ მოვაშენოთ ქამა სოკო?
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი