ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს“ - რა რეგულაციები იგეგმება

„კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს“ – რა რეგულაციები იგეგმება

საქართველოში კოსმეტიკურ სფეროს მაკონტროლებელი ორგანო არ ჰყავს – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, ვახტანგ კობალაძემ განუცხადა.

როგორც კობალაძე აღნიშნავს, 2019 წელს შემოწმდა 35 ნიმუში, საიდანაც 5 ნიმუშში ევროკავშირის სტანდარტით აკრძალული პარაბენები აღმოჩნდა.

„ჩვენ გვაქვს ნიმუშები გამოკვლეული კოსმეტიკის და პარფიუმერიის 2019-2021 წლებში. მასალა შევამოწმეთ ევროკავშირში მოქმედი ნორმების მიხედვით. ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა იყო 2019 წლის სექტემბერში, როდესაც შევამოწმეთ 35 ნიმუში და აქედან 5 ნიმუშში აღმოჩნდა ევროკავშირში აკრძალული პარაბენები“, – ამბობს კობალაძე.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული რეგულირების ნორმა არის მოძველებული. კერძოდ, დღეს ჩვენთან მოქმედებს 2001 წელს მიღებული „პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებებისა და პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების, ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” კანონი.

„გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენთან რა ნორმაც მოქმედებს, არის ძალიან მოძველებული. თუ არ ვცდები 2001 წელს მიღებული რეგულაცია მოქმედებს“, – დასძინა მან.

რაც შეეხება მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 2024 წელს კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების კანონპროექტის შეტანის პროცედურები დაიწყება, კობალაძე ამბობს, რომ „ინფორმაცია არ აქვს“.

„მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს კოსმეტიკაზე ახლა კონკრეტულად თუ არის რამე დაგეგმილი, ჩვენ გავაგზავნეთ წერილი ამის თაობაზე და ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ახლა მიმდინარეობს ქიმიური ნივთიერებების შესახებ კანონზე მუშაობა, მაგრამ ეს ქიმიური ნივთიერებების კანონი მოიცავს კოსმეტიკურ საშუალებებს თუ არა, ეს ჩემთვის ბოლომდე გასაგები არ იყო იმ კანონპროექტიდან, რომელიც წავიკითხე. გამონაკლისებში ეწერა კოსმეტიკური საშუალებები, მაგრამ ყველაფერზე გავრცელდება, თუ ნაწილობრივ ეს გაუგებარია, – ამბობს კობალაძე.

რესპონდენტი საუბრობს იმ ნაბიჯებზეც, რომელიც კოსმეტიკური სფეროს რეგულირებისთვის უნდა გადაიდგას. მისივე თქმით, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, არსებობს ევროკავშირის სტანდარტები და ეს სტანდარტები უნდა დაინერგოს საქართველოშიც.

„ჩვენ არ გვჭირდება ველოსიპედის გამოგონება, ევროკავშირში არსებობს ნორმები კოსმეტიკასთან დაკავშირებით, რა ნივთიერებები შეიძლება იყოს დაშვებული, რა არ შეიძლება, რა რაოდენობით, ლიმიტები და ა.შ. ჩვენ ეს უნდა გადმოვიღოთ და გავხადოთ ჩვენთან აუცილებელი. უნდა არსებობდეს შესაბამისი უწყება, რომელიც ამას გააკონტროლებს, როგორც ეს ხდება ევროკავშირსა და კიდევ ბევრ ქვეყანაში“, – განაცხადა ვახტანგ კობალაძემ. წყარო

  თბილისში რაიონულმა გამგეობებმა ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებებზე ₾400 მლნ-მდე დახარჯეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.